TB Alliance-ის  მიერ სპეციალურად მოწვეული ვიდეო და ფოტო რეპორტიორთა ჯგუფი აკეთებს დოკუმენტურ მასალას ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მიმდინარე ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის ახალ რეჟიმების კლინიკური კვლევების შესახებ. ეს აქტივობა საჭიროა იმისათვის, რომ ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება ამ საკითხებთან მიმართებით და ფართო საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული.

გადაღებები დაიწყო გუშინ და სამი დღის მანძილზე გაგრძელდება.  TB Alliance-ის ფოტო-ვიდეო რეპორტიორებმა უკვე იმუშავეს Zenix და SimpliciTB-ის კლინიკურ კვლევებში ჩართულ პაციენტებთან, მათი ოჯახის წევრებთან და კვლევის გუნდთან. ფოტოსესიები აგრეთვე ჩატარდა ტფდეც-ის სხვადასხვა, მათ შორი ლაბორატორიულ განყოფილებებში.

მეორე დღეს  ჟურნალისტები გადაიღებენ კლინიკური კვლევებში საზოგადოების ჩართულობასთან დაკავშირებულ აქტივობებს. ხოლო მესამე დღე ძირითადად დაეთმობა ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან გასაუბრებას.